14:41 იშვიათი და საინტერესო სამედიცინო შემთხვევები |
ბოროტი ხუმრობა არ გეგონოთ, ამერიკელი პედაგოგი, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებთან მუშაობდა, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ საკუთარი ხელით დაწერილი ასოები მისთვის სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი იეროგლიფები. პანიკაში ჩავარდნილმა მასწავლებელმა დაუყოვნებლივ მიმართა ექიმს. შეკრებილმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ 40 წლის პედაგოგის წერითი უნარები აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო. იგი უწინდებურად გამართულად წერდა ასოებს, თუმცა მათ წაკითხვას ვეღარ ახერხებდა, რადგან ასოები მისთვის უცნობ იეროგლიფებს წარმოადგენდნენ. სიტუაცია ნელ-ნელა მძიმდებოდა. პედაგოგი ვეღარ ცნობდა დროს საათზე. იგი ამჩნევდა, თუ როგორ უცხოვდებოდნენ მისთვის, ერთი შეხედვით მარტივი საგნები ყოველდღიურობაში. სასოწარკვეთილ პედაგოგს დამატებითი კვლევები დაუნიშნეს, რის შედეგადაც მას ინსულტის დიაგნოზი დაუდგინდა. აღნიშნული პათოლოგიის გამო 40 წლის პაციენტს დარღვეული ქონდა სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ერთ-ერთ საკმაოდ არასპეციფიურ უბანში, რომელმაც სამედიცინო ენაზე შემდგომი დიაგნოზი მოგვცა სახეზე ,, ალექსია - აგრაფიის გარეშე". აღნიშნული ტერმინი ნიშნავს კითხვის უნარის დაკარგვას, წერის უნარის შენარჩუნებით. პაციენტისათვის სამწუხაროდ, თავის ტვინის კონკრეტული უბნის დაზიანება შეუქცევად პროცესს წარმოადგენდა. პედაგოგს მოუწევს ცხოვრების ბოლომდე აღნიშნული სიმპტომით ცხოვრება. ცხოვრება ხანდახან საკმაოდ ცინიკურია.. ნევროლოგების ჯგუფმა J. Cuomo, M. Flaster და J. Biller-ის ხელმძღცანელობით აღწერეს აღნიშნული შემთხვევა სამეცნიერო ნევროლოგიური ჟურნალისათვის. 2. ალკოჰოლური თრობა წვეთი ალკოჰოლის გარეშე: წარმოიდგინეთ 61 წლის ამერიკელი ტეხასის შტატში, უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში, რომელიც ძლივს იბრუნებს პირში ენას და ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ წვეთი არ დაულევია. ძნელია ენდოთ, თუმცა მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩატარდა შესაბამისი გამოკვლევები, ალკოჰოლის კონცენტრაციამ სისხლში 3.5 პრომილეს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი უკვე სიცოცხლისათვის საფრთხის მქონე ნიშნულს უახლოვდება. რაღათქმაუნდა ის ღამე პაციენტმა საავადმყოფოში გაათია და მეორე დღეს ექიმებს თავისი ,,ტრაგიკული" ისტორიის შესახებ უამბო. მისი თქმით ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ალკოჰოლის მიღების გარეშე. ყველაფერი 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც ექიმებმა გადატანილი ოპერაციის შემდგომ მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. ექიმებმა გადაწყვიტეს პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა სხვა დანარჩენ სადიაგნოსტიკო პროცედურებთან ერთად რაღათქმაუნდა. Auto-Brewery-Syndrom - ექიმები გაოცებულები იყვნენ ენდოსკოპიური კვლევის შედეგებით, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათ აღმოაჩინეს სოკოების მთელი რიგი კოლონიები, თან ზუსტად ისინი, რომლებიც ოდითგანვე ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად გამოიყენებოდა. სოკოები იყვნენ იქ სადაც მათ არაფერი ესაქმებოდათ და ქონდათ გახსნილი ,,საკუთარი ლუდის საწარმოო ქარხანა" - სწორედ აქედან მოდის სინდრომის სახელწოდება. და მაინც რა მოხდა? როგორც ჩანს ოპერაციის შემდგომ ჩატარებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ დააზიანა ნაწლავების ფლორა და ხელი შეუწყო აღნიშნული კოლონიების გავრცელებას. პაციენტს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა და საბოლოოდ გათავისუფლდა სოკოებისა და მათ მიერ გამოწვეული უნებლიე თრობის ეპიზოდებისაგან. და მაინც.. ალბათ ბევრი ადამიანი ინატრებდა აღნიშნულ სინდრომს.. B. Cordell და J. McCarthy - International Journal of Clinical Medicine 3. ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის არც შავი ჩაი: Linda W. მიჩიგანიდან. მას ასაკისათვის შეუფერებელი პრობლემები აწუხებს. L. სულ ახლახანს გადასცდა 40 წ. ნიშნულს, თუმცა მას აღარცერთი კბილი არ აქვს პირში. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უკვე დიდი ხანია აწუხებს, ისინი თანდათან იფშვნებოდა და ბოლოს ყველა მათგანი დასცვივდა. L. არ აპირებდა ექიმთან მისვლას, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა, როდესაც ამ ყველაფერს ძვალ-სახსროვანი სისტემის ტკივილიც დაემატა. ანამნეზმა გამოავლინა, რომ პაციენტი შავი ჩაის დიდი მოყვარულია და დღეში დიდი რაოდენობით იღებს მას. პაციენტი წლების განმავლობაში ადუღებდა დიდი ჩაიდნით წყალს და შიგ ყრიდა დაახლოებით ,,100 მდე შეკვრა შავ ჩაის". და მაინც, რა კავშირი აქვს ამ ყოველივეს პაციენტის სიმპტომებთან? ფთორი სასარგებლოა კბილებისათვის! ეს ფაქტია. თუმცა ანალიზებმა აჩვენეს, რომ პაციენტის ორგანიზმში ფთორის შემცველობა გაცილებით აღემატებოდა ნორმალურ დოზას. ფთორი დაბალი კონცენტრაციით დადებითად მოქმედებს კბილის მინანქარზე. თუმცაღა თუკი ადამიანი დღე-ღამეში დასაშვებ 20 მილიგრამს გადააჭარბებს, მაშინ მისი მოქმედება საპირისპიროდ იცვლება კბილებთან და ძვლებთან მიმართებაში. შავი ჩაი კი მოგეხსენებათ დიდი რაოდენობით შეიცავს ფთორს. რაღათქმაუნდა ამის შესახებ პაციენტმა არაფერი იცოდა. მან ამოიღო რაციონიდან შავი ჩაი, რამაც დროთა განმავლობაში ტკივილის სიმპტომატიკა გააუმჯობესა. კბილებს უკვე აღარაფერი ეშველება, სტომატოლოგიური მომსახურება ამერიკაში საკმაოდ ძვირია. ილიას ტერსენიდისი ლიცენზირებული ფსიქიატრი / ექიმი ფსიქოსომატიკის დარგში (დამოკიდებულებები/ გემბლინგი/ ფსიქოსომატიური აშლილობები) წყარო: https://www.facebook.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-XXI-113070919529237/?ref=page_internal |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |