სამხედრო სადაზვერვო სააგენტო (სსს) ან დი-აი-ეი (ინგლ. Defense Intelligence Agency, DIA) — ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტო, რომელიც ეხმარება ამერიკის პრეზიდენტს, თავდაცვის მინიტრს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და საჯარო პირებს სახელმწიფო დონის სამხედრო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტაში. დი-აი-ეი-ს ევალება ყველა სახის საგარეო სამხედრო დაზვერვის მოპოვება, ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ინდუსტრიული, გეოგრაფიული და სამედიცინო დაზვერვის ჩათვლით.