21:30
სამხედრო სადაზვერვო სააგენტო / Defense Intelligence Agency

სამხედრო სადაზვერვო სააგენტო (სსს) ან დი-აი-ეი (ინგლ. Defense Intelligence Agency, DIA) — ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტო, რომელიც ეხმარება ამერიკის პრეზიდენტს, თავდაცვის მინიტრს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და საჯარო პირებს სახელმწიფო დონის სამხედრო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტაში. დი-აი-ეი-ს ევალება ყველა სახის საგარეო სამხედრო დაზვერვის მოპოვება, ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ინდუსტრიული, გეოგრაფიული და სამედიცინო დაზვერვის ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ დი-აი-ეი ფუნქციონირებს თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ, მისი თანამშრომლების (მათი რიცხვია 16,500) უმრავლესობა (65%) სამოქალაქო პირია, რომელთა საიდუმლო მისიები და ანალიტიკური საქმიანობა სცილდება საომარ ზონებს და მოიცავს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეს. დი-აი-ეი-ს აქვს საკუთარი საიდუმლო სამსახური, რომელიც დაკავებულია საერთაშორისო შპიონაჟით მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც ამერიკის სამხედრო ძალებს უფრო მიუწვდებათ ხელი ვიდრე გადატვირთულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს.



დი-აი-ეი-ს საერთაშორისო შპიონაჟის ისტორია

დი-აი-ეი ერთ-ერთია იმ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოთაგან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საგარეო დაზვერვა ტრადიციული და ყველასათვის ცნობილი HUMINT-ის საშუალებით, ესე იგი ადამიანების აგენტებად გაგზავნით. (ამერიკის 16 სადაზვერვო ორგანიზაციიდან, ასეთი მხოლოდ რამოდენიმეა, მაგალითად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. სხვები კი, მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, შპიონაჟს აწარმოებენ სიგნალების დაზვერვის მეშვეობით, როგორიცაა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა, იმეილების წაკითხვა, კოდების გაშიფრვა, და რადარის და სამხედრო აპარატურის სიგნალების მოსმენა). შესაბამისად, დი-აი-ეი თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ იყო გარეული ჯაშუშურ სკანდალებში.
 

ჯაშუშობა დი-აი-ეი-ს სასარგებლოდ

ლორენს ა. ქორქორანი - დი-აი-ეი-ს ოფიცერი სანტიაგო, ჩილე-ში, სადაც მან ზოგიერთი წყაროების მიხედვით, დააფინანსა იმ რაკეტების შეძენა, რომლებიც ანტი-სამთავრობო ჯგუფებმა გამოიყენეს ამერიკისთვის არასასურველი სოციალისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს სასახლის დასაბომბად და აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის დასამყარებლად 1973 წელს.
 
ქვეყანა: აშშ-ის დროშა აშშ
დაარსდა: 1 ოქტომბერი, 1961
იურისდიქცია: ეროვნული დაზვერვის დირექტორი
შტაბ-ბინა: ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ-ის დროშა აშშ
ბიუჯეტი: გასაიდუმლოებულია.
საშუალო რაოდენობა: 16,500
ხელმძღვანელობა
ხელმძღვანელი: მაიკლ ფლინი
საიტი                              www.dia.mil
 


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%9D_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 515 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar