13:47
იუმორი და ირონია
იუმორი
კომიკურის ერთ-ერთი სახეა და გონებამახვილურ დაცინვას ნიშნავს, ხშირად იყენებენ მხ.ნაწარმოებებში. იუმორის დიდოსტატებად ითვლებიან: დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ დონაჩაშვილი და სხვები.
დავით კლდიაშვილის იუმორს თან ახლავს თანაგრძნობა, სიბრალული დაცინვის ობიექტის მიმართ, ასეთ ირონიას "ცრემლნარევ ირონიას" უწოდებენ.

ირონია
ირონია (მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა)

სოკრატესეული ირონია
მოჩვენებითი გულუბრყვილობა მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტის გამოსავლენად. ბერძ. ფილოსოფოსმა სოკრატემ ეს მეთოდი ჩამოაყალიბა, როგორც დიალექტიკა, ანუ, როგორც შემდგომში უწოდებენ - "სოკრატესეული ირონია". კამათის ასეთი მეთოდი მოიცავდა გულუბრყვილო მიუკერძოებელ სკეპტიციზმს გარკვეული დოგმის ან საყოველთად მიღებული მოსაზრების მიმართ, რომელიც მოკლებული იყო ლოგიკისა ან აზრის ბაზისს. სოკრატეს გულუბრყვილო გამოკითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ ააშკარავებს მოწინააღმდეგის არგუმენტის ამაოებასა ან ილოგიკურობას დიალოგის პარტნიორის შეხედულებების გაუზიარებლობით. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თანადამსწრეები გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სოკრატე გაცილებით ჭკვიანია ვიდრე წარმოაჩენს თავს და მხოლოდ ეტაპობრივად, მოწინააღმდეგის არგუმენტების საკუთარი პასუხებით განიარაღებით ამტკიცებს საკუთარ უპირატესობას.

სოკრატესეული ირონია კამათის ელეგანტური, მიუკერძოებელი და თავაზიანი ხერხია, რომლითაც დოგმატური დებატების წარმართვა ბალანსის დარღვევისა და კომპრომისის გარეშე ხერხდება.

ზოგიერთი მოსაზრებით სოკრატეს ირონია მოჩვენებითი გულუბრყვილობის ნაცვლად ფილოსოფიური სკეპტიციზმის ფორმაა.

რომაული ირონია
რომის იმპერიის პერიოდში, ირონიას იყენებდნენ სახალხო გამოსვლებში და რიტორიკაში, რომელშიც გამოყენებლ სიტყვებს საპირისპირო მნიშვნელობა ან დანიშნულება ჰქონდათ.

შექსპირმა რომაული ირონიის იმიტაცია განახორციელა პიესაში "იულიუს ცეზარი", მარკ ენტონის ნაწილში: "მეგობარნო, რომაელებო, თანამოქალაქენო, დამიგდეთ ყური! მოვედი, რათა დავმარხო ცეზარი, არა ვადიდო იგი" (III, ii, 78-79 / თარგმანი პირობითია). მონოლოგის გაგრძელებაში ინტენსიურად გამოყენებულია ირონია, რომელიც ცეზარის განდიდებისკენაა მიმართული - მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შერჩეული სიტყვები მოჩვენებით მკვლელებს უჭერს მხარს, თუმცა სინამდვილეში მისი მიზანი საპირისპიროა. | ტეგები: სოკრატესეული, რომაული, იუმორი, სოკრატე, ირონია

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 2380 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar