13:58 ქართველების აღიარება ყაზახეთში - კანკავა და კვეკვესკირი სიმბოლურ გუნდში |
kazfootball-ი კვეკვესკირის შესახებ ''კვეკვესკირმა ''ჟეტისუს'' წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან გატანილი გოლის გარდა ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგო, მის ანგარიშზეა 4 წარმატებული დრიბლინგი. გარდა ამისა მისი გადაცემების 87 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა. ქართველი ნახევარმცველი შესანიშნავად თამაშობდა. რომ არა ტრავმა, მისი პროდუქტიულობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 283-ს შეადგენს.'' საქართელოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი კოჭის ტრავმის გამო ორი კვირა დაისვენებს. Crystalsport-ის ცნობით კვეკვესკირი სანაკრებო შეკრებისთვის მზად იქნება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის მესამე ტურში, 13 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი რიგაში ლატვიას ესტუმრება. შეგახსენებთ, 21-ე წუთზე ''ჟეტისუ'' დაწინაურდა. 32-ე წუთზე ''ტობოლმა'' ანგარიში გაათანაბრა, ნიკა კვეკვესკირმა ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო. 35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ნურგალიევის თავური დარტყმა მოჰყვა და ''ტობოლი'' წინ გავიდა - 2:1. kazfootball-ი კანკავას შესახებ ტრადიციულად კანკავა მოედნის ცენტრში შესანიშნავად მოქმედებდა. ის შლიდა მეტოქის შეტევებს და მისი ორგანიზებით ''ტობოლი'' შეტევებს იწყებდა. კანკავამ ორთაბრძოლების 61 პროცენტი მოიგო. გაიმარჯვა 4 საჰაერო ორთაბრძოლაში. ოთხი ართმევიდან ოთხივე მცდელობა წარმატებით დაასრულა. კანკავას გადაცემების 92 პროცენტი ზუსტი გამოვიდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 294-ს შეადგენს.''
წყარო:https://www.crystalsport.ge |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |