11:12
კონსტიტუციათა ზოგადი დახასიათება - თავი მეხუთე (დემეტრაშვილი,კობახიძე)
1.ეტიმოლოგია (სიტყვათა მნიშვნელობა)
კონსტიტუცია ლათინური წარმოშობის სიტყვააა (constitutio) 
ქართულად დაწესებას დადგენას ნიშნავს. მისი თანამედროვე გაგება ბევრად სცილდება, როგორც, ზემოაღნიშნულ მნიშვნლობას, ასევე მისი ადრინდელი გამოყენების სახელმწიფოებრივ პრაქტიკას, თუ რესპუბლიკურ რომში ამ სიტყვით (უფრო სწორად სიტყვათა წყობით - Rem publicam constiturie- ამით საჯაროდ ვადგენ, ვაცხადებ) იწყებოდა რომის იმპერატორის ზოგიერთი აქტი, ხოლო შუა საუკუნეებში იგი მოერგო აქტებს ფეოდალთა პრივილეგიების შესახებ, ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქიდან მოყოლებული იგი სხვა დატვირთვას იძენ და, ზოგადად, სახელმწიფოს ძირითად, უზენაეს კანონთან, კანონთა კანონთან ასოცირდება.
კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმი
პუბლიცისტიკაში ზოგჯერ სასწავლო თუ სამეცნიერო ლიტერატურაში, კონსტიტუციონალიზმის ცნება დაყვანილია საზოგადოებაში კონსტიტუციის არსებობამდე.
კონსტიტუციის არსებობა (წერილობით თუ ზეპირი ფორმით) კონსტიტუციონალიზმის აუცილებელი, მაგრამ კონსტიტუციონალიზმის განმაპირობებელი არასაკმარისი ფაქტორია. საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუცია, მაგრამ მისი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის, საბაზრო ეკონომიკის დაბალი დონის, გეოპოლიტიკურ და სხვა გარემოებათა განი ნასშუ ჯიბსტიტუციონალიზმი, როგორც კონსტიტუციურად მწყობილი საზოგადოება და კონსტიტუციურად მოქმედი სახელმწიფო, არ არსებობს.

2.კონსტიტუციის საზრისი (არსში წვდომა) და ცნება.
კონსტიტუცია არის რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მას როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ხელისუფლების ლეგიტიმაციის საშუალებას, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და ა.შ. განმარტავენ.
იმისდა მიხედვით, თუ კონსტიტუციის რომელ ნიშანთვისებაზე ამახვილებენ ყურადღებას მკვლევარები, არსებობს კონსტიტუციის არსში წვდომის, მისი საზრისის, სოციალური დანიშნულების სხვადასხვა მიდგომები.
ლიბერალურ-დემოკრატიული სკოლებისა და მიმართულებების მიმდევარნი კონსტიტუციაში უწინარესად საგანთა უნებით განპირობებულ საზოგადოებრივ ხელშეკრულების არსს (ბუნებუით სამართლის სამეცნიერო სკოლა), სამართლებრივი იდეის უმაღლეს გამოხატულებას (ნორმატივისტები), სახელმწიფოსა და ნაციის სტატუსის განმსაზღვრელი წესების ერთობლიობას(ინსტიტუციონალისტები) ხედავენ.
მარქსისტულ-ლენინური დოქტრინა კონსტიტუციას განიხილავს როგორც ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობით სხვადასხვა სოციალური კლასი განამტკიცებს თავის პოლიტიკურ ბატონობას. "კონსტიტუციის არსი არის იის, რომ სახელმწიფოს ძირითადი კანონები გამოხატავენ ძალთა ნამდვილ თანაფარდობას კლასობრივ ბრძოლაში".
კონსტიტუციის ამგვარ, ოდნავ განსხვავებულ სოციალურ დანიშნულებაზე თანამედროვე , მარქსიზმისაგან შორს მყოფი მკვლევარებიც აღნიშნავენ, პროფესირ ანდრაშ შაიოს აზრით, კონსტიტუციათა უმრავლესობა შეიქმნა, რომ დაეგვირგვინებინა და დაესრულებინათ სოციალური რევოლუცია, სხვა კონსტიტუციები იმისათვის შეიქმენა რომ თავიდან აცილებინათ რევოულიცა და აღდგენილიყო წინარევოლუციამდელი მდგომარეობას.
 მთავარი, რაზეც თთქმის ყველა თანამედროვე მკვლევარი კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრისას ამახვილებს ყურადღებას, არის მისი დამფუძნებელი ხასიათი და მარეგულირებელი ფუნქცია. კონსტიტუციის ნორმები ხდება საჯარო  ინსტიტუტების (სახელმწიფო, მოქალაქეთა გაერთიანებები, ადგილობრივი თვითმმარელობა) ლეგიტიმაცია, მათი ძალაუფლების გარგლების , მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა, სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება.
"კონსტიტუციონალიზმის გაძლიერება - წერს იაპონელი მკვლეარი ხ.იოხი - ნიშნავს სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვის ეფექტურობის გაძლიერებას"
ყოველი ზემოთქმულის საფუძველზე კონსტიტუცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებაში პირვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთბებს.
 

წყარო: კონსტიტუციური სამართალი - ირაკლი კობახიძე, ავთანდილ დემეტრაშვილი.

| ტეგები: უზენაესი, სტრუქტურა, გადასინჯვა, ობიექტი, კანონი, დემეტრაშვილი, ეტიმოლოგია, რეგულირების, კლასიფიკაცია, კობახიძე

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 1267 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar