მუხლი 1
იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.
|
მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო
1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. (30.10.2014. N2728)
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით.
|
მუხლი 1. რეფერენდუმი
1. რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორცელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.
3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით.
5. მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.
6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია.
7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ.
|
კონსტიტუციური სამართალი - ავთანდილ დემეტრაშვილი, ირაკლი კობახიძე (2011)
|
|