22:15 კუმულაციური მიზეზობრიობა |
ეს თვალსაზრისი დასაბუთებულია იმით, რომ, მართალია, მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ შედეგი მხოლოდ ქმედებათა ერთობლიობით დადგა. ასეთ შემთხვევაში პირს არ შეიძლება ობიექტურად შეერაცხოს შედეგი, რომლის ავტორიც იგი ვერ იქნებოდა, თუ არა მეორე პირის მოქმედება. ამასთან, შედეგ გამოწვეულია მიზეზობრივი კავშირის იმგვარი განვითარებით, რომელსაც პირი არ ითვალისწინებდა. მაშასადამე, ე.წ. კუმულაციური, ანუ ატიპური მიზეზობრიობის დროს, ეკვივალენტურობის თეორიით, ორი (ან მეტი) პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, ვინაიდან ამ პირობათა ერთობლიობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ამ დროს მოქქმედებათა კაუზალობა შედეგთან უდავოა და არ არსებობს მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა. თუ მიზეზობრიობა კუმულაციურად სახეზეა, შესაბამისად, ორი (ან მეტი) პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს დამთავრებული დანაშაულისათვის, მაგრამ გაბატონებული შეხედულებით შედეგის ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება. კუმულაციურ მიზეზობრიობაზე კაზუსის ამოხსნის დროს სწორია შედეგის შერაცხვაზე მსჯელობის ობიექტური შერაცხვის ეტაპზე გადატანა, ასეთი შერაცხვის უარყოფა და ორი (ან მეტი) პირის დანაშაულის მცდელობისათვის დასჯადობის საკითხის დაყენება. კუმულაციური მიზეზობრიობა არის ის შემთხვევა, როცა ობიექტური შერაცხვის თეორია გამოიყენება, რათა, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზე დამთავრებული დანაშაულისათვის დასჯადობა იქნეს უარყოფილი. კუმულაციური მიზეზობრიობის დროს ნაკლებ დამაჯერებელია პრობლემის გადატანა ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ეტაპზე და მისი იქ გადაწყვეტა მიზეზობრივი კავშირის განვითარების შეცდომის ფარგლებში, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ადრე, ობიექტური შერაცხვის მოძღვრების ჩამოყალიბებამდე. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |