მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომპიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.
თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.
თავდაპირველი მაკინტოშის ოპერაციული სისტემა პირველი მაკის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს ეპლის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ მაკ ოს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული მაკ ოს X (Mac OS X), რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. მაკ ოს X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.7 (ლომი), რომელიც ყველა ახალ მაკინტოშს მოჰყვება როგორც სტანდარტულიოპერაციული სისტემა (ექს-სერვი მაკ ოს X სერვერის ვარიანტზეა). მაკინტოშის სრულყოფისათვის ეპლმა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა - ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია - iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული შემოქმედებითი ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.
თანამედროვე სერია
მაკ მინი (Mac mini) - სამაგიდო - სამომხმარებლო - ამჟამად წარმოებაში არსებული ყველაზე იაფი მაკინტოშის მოდელი და ერთადერთი, რომელიც მონიტორის გარეშე იყიდება. 2006 წლის თებერვლამდე სტანდარტულ G4 პროცესორზე იყო, შემდეგ კი ინტელის ქორ და შემდეგ ქორ-დუო პროცესორზე გადავიდა.
აიმაკი (iMac) - სამაგიდო - სამომხმარებლო - ეპლის წამყვანი სამომხმარებლო სამაგიდო კომპიუტერია; 2006 წლის იანვრიდან ინტელის მძლავრ ორბირთვიან პროცესორზე (Intel Core Duo), ხოლო 2007 წლიდან კი უფრო მძლავრ ორბირთვიან პროცესორზე(Intel 2 Core Duo). მას თეთრი მაითი-მაუზი (უძლეველი თაგუნა), გამჭვირვალე თეთრი კლავიატურა, ბლუთუზისა (Bluetooth) დაეარპორტის (AirPort) ბარათები, ასევე ჩაშენებული აისაიტ (iSight) კამერა, ორმხრივი DVD ჩამწერი და ადაპტორი მოჰყვება.
მაკ პრო (Mac Pro) - სამაგიდო - პროფესიონალური - ეპლის სერიაში ყველაზე ძვირი კომპიუტერია. ჰაი-ენდ მოდელს ორმაგი Intel Quad Core პროცესორი აქვს.
მაკბუკი (MacBook) - პორტატიული - სამომხმარებლო - ეპლის სამომხმარებლო ლოუ-ენდ ლეპტოპი. მასში Intel Core 2 Duo პროცესორია, თუმცა უფრო დაბალი სიხშირე ვიდრე ჰაი-ენდ მაკბუკ პროებს. მაკბუკის ეკრანის ზომა არის 13" ინჩი.
მაკბუკ პრო (MacBook Pro) - პორტაბელური - პრო - ჰაი-ენდ კომპიუტერი შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის; მასში Intel Core 2 Duo პროცესორია. ის უფრო მძლავრია ვიდრე მაკბუკი ასევე გააჩნია ორი ვიდეო ბარათი. მაკბუკ პრო სამი სახისაა, 13", 15" და 17" ინჩიანი.
ექს-სერვი (Xserve) - სერვერი - სამეწარმეო - სამეწარმეო სტანდარტის 1U სიმაღლის სერვერია, სპეციფიკურად გამიზნული კრიტიკული ინფორმაციული ცენტრებისთვის და სამეწარმეო კლიენტ-სერვისებისთვის.
ისტორია
მაკინტოშის პროექტი 1979 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეპლის თანამშრომელი ჯეფ რასკინის მიერ, რომელსაც წარმოსახული ჰქონდა ადვილად გამოყენებადი, დაბალ-ფასიანი კომპიუტერის შექმნა საშუალო მომხმარებლისთვის. 1979 წლის სექტემბერში რასკინს ნება დართეს პროექტისთვის გუნდი აეყვანა. რასკინს სჭირდებოდა ინჟინერი, რომელიცპროტოტიპის აწყობას შეძლებდა. ბილ ატკინსონი, ლიზას გუნდის წევრი (რომელიც ასევე მუშაობდა მსგავსი ჰაი-ენდ კომპიუტერის შექმნაზე) აცნობს მას ბერელ სმითს, სერვის ტექნიკოსს, რომელიც იმ წელს იყო კომპანიაში მოსული. რამდენიმე წელიწადში რასკინმა დიდი სამუშაო გუნდი შექმნა, რომელმაც დააპროექტა და ააწყო პირველი მაკინტოშის ფუნქციონირებისათის საჭირო მასალები და პროგრამული უზრუნველყოფა. რასკინის, ატკინსონისა და სმითის გარდა ჯგუფში იყვნენ კრის ესპინოზა, ჯოანა ჰოფმანი, ჯორჯ კროუ,ჯერი მანოკი, სუზან კეა და ენდი ჰერცფელდი.[1]
სმითის პირველი მაკინტოში ჯეფ რასკინის სპეციფიკაციებით დამზადდა: 64 კბ ოპერატიული მეხსიერება, მოტოროლას 6809E მიკროპროცესორი, 256x256 პიქსელიანი შავ-თეთრი ეკრანი. ბად ტრიბლი, მაკინტოშის პროგრამისტი, დაინტერესდა მაკინტოშზე ლიზას გრაფიკული პროგრამების თავსებადობით და სთხოვა სმითს თუ შესაძლებელი იქნებოდა ლიზას მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის დამონტაჟება ისე, რომ მაკინტოშის წარმოების ღირებულება არ გაზრდილიყო. 1980 წლის დეკემბერში სმითი ახერხებს მაკინტოშის არქიტექტურის შეცვლას ისე, რომ მასზე მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის არა მხოლოდ დამონტაჟება, არემედ 5–დან 8 მეგაჰერცამდე აჩქარებაც შესაძლებელი ხდება. მსგავს არქიტექტურას უკვე 384x256 პიქსელიანი შავ–თეთრი ეკრანის მხარდაჭერაც შეეძლო. სმითის დიზაინი უფრო ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას საჭიროებდა ვიდრე ლიზასი და ამგვარად, წარმოება უფრო ეკონომიური გახდა. მაკის საბოლოო დიზაინი თვითმყოფადი იყო და გაცილებით მეტი საპროგრამო კოდი ჰქონდა წაკითხვად მეხსიერებაზე (ROM), ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპიუტერს. მას ასევე გააჩნდა 128 კბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური).
ინოვაციურმა დიზაინმა სტივ ჯობსის, ეპლის თანადამფუძნებლის, ყურადღება მიიპყრო. მიხვდა რა, რომ მაკინტოში ლიზაზე უფრო გაყიდვადი იქნებოდა, მან ყურადღება მთლიანად ამ პროექტზე გადაიტანა. 1981 წელს ჯობსთან პირადი კონფლიქტის გამო რასკინი ტოვებს მაკინტოშის პროექტს და საბოლოო მაკინტოშის დიზაინი უფრო ჯობსის იდეათა განხორციელება უნდა იყოს ვიდრე რასკინის.
გაიგო რა ქსეროქსის მიერ დამუშავებული გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის პიონერული ტექნოლოგიის შესახებ, ჯობსი გამოგონებას ეპლის აქციებზე ოპციების გაცვლის ხარჯზე იძენს. შესაბამისად ლიზასა და მაკინტოშის მომხმარებლის ინტერფეისი ქსეროქსის საწყის დიზაინზეა დამუშავებული. ჯობსი ასევე იყვანს დიზაინერ ჰერმუტ ელინგერს მაკინტოშის ხაზზე სამუშაოდ, რისი შედეგიც მაკინტოშების თოვლივით თეთრი დიზაინი გახდა, რომელიც ეპლ კომპიუტერების შუა 1980-იანებიდან მოყოლებული ხელწერა გახდა. მიუხედავად ამისა ჯობსის ლიდერობა მაკინტოშის პროექტზე ხანმოკლე გამოდგა. ეპლის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ სკალთან, შიდა უთანხმოების გამო ჯობსი 1985 წელს გადადგა. მან მალევე საკუთარი კომპანია ნექსტი (NeXT) დააფუძნა და ეპლში 1997 წლამდე არ დაბრუნებულა.
პირველი მაკინტოშის გამოჩენა ბაზარზე 1984 წლის 22 იანვარსსუპერ-ბოულის (Super Bowl) დროს გაშვებულ ამჟამად უკვე განთქმული რიდლი სკოტის შენიღბული სარეკლამო რგოლით მოხდა. თავად მაკი ოფიციალურად 24 იანვარს გამოვიდა გასაყიდი ფასით $2.495 (დღევანდელი ფასებით ~$6.000).