ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა მზის სისტემაშიც კი. აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა «უცხოპლანეტელი» არ გულისხმობს აუცილებლად დიდთავიან მწვანე არსებებს, სიცოცხლის პრიმიტიული ფორმებიც კი, რომლებიც დედამიწის მიღმა გაჩნდა, უცხოპლანეტურად ითვლება.
Attachments: სურათი 1
Category: მეცნიერება | Views: 1229 | Added by: Administrator | Date: 2016-12-15 | Comments (0)

კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. უხეშად რომ ვთქვათ, კარიესი არის კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და სრულდება ხვრელის წარმოქმნით. ამჟამად კბილების კარიესის განვითარებას უკავშირებენ PH-ის ლოკალურ ცვლილებას კბილის ზედაპირზე არსებული ნადების ქვეშ. ნადები წარმოადგენს ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ეს მჟავები გროვდება ნადების ზედაპირზე, პერიოდულად ჩამოირეცხება ნერწყვით, ნეიტრალიზდება და საშიში აღარ არის, მაგრამ თუ ნადების სისქეში შეაღწია და კბილის ზედაპირზე მოხვდა, დაიწყება მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნის პროცესი, რაც კარიესის პირველი საფეხურია.
Category: მეცნიერება | Views: 1692 | Added by: Administrator | Date: 2016-12-15 | Comments (0)

თუკი რამდენიმე წამალს ერთდროულად იღებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომელი წამლის რომელთან დალევა კატეგორიულად არ შეიძლება.
საშიში წყვილი: ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო საშუალება გაციების საწინააღმდეგო საშუალებები პარაცეტამოლს შეიცავს – ეს უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელიც არის. თუკი მასთან ერთად კიდევ ტკივილგამაყუჩებელს მიიღებთ, რომელიც ასევე შეიცავს პარაცეტამოლს, დოზას ძალიან გადააჭარბებთ. საშიშროება: ღვიძლის დაზიანება. განსაკუთრებულად რისკვქვეშ იქნებით, თუკი დღეში 7 გრამზე მეტ პარაცეტამოლს მიიღებთ, მაგრამ 4 გრამიც საკმარისი იქნება საშიშროებისთვის.
Attachments: სურათი 1
Category: მეცნიერება | Views: 1455 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-09-16 | Comments (0)
« 1 2