14:02 ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია |
და რაც აღსანიშნავია, კატებთან მიმართებაში შუალედი არ არსებობს: მათ მიმართ ადამიანებს აქვთ სიყვარული ან სიძულვილი, ზოგჯერ ზიზღიც კი. მკვლევარები დიდ ხანს ცდილობდნენ ამ საიდუმლოს ამოხსნას. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ადამიანის ცხოვრებაში კატის ფუნქცია ვირთხების და თაგვების განადგურება არ არის. ამ ცხოველს უნიკალური ბიოენერგეტიკული შესაძლებლობა გააჩნიათ, რომელიც პატრონის ბიოველში აღწევს და უნარი დარლინგი "Adult Cat", 10 კგ 50ლ აქვს მისი აღდგენის. სიცრუე არ არის, როდესაც კატის პატრონები ირწმუნებიან, რომ მათ ბინადარს შეუძლია თავის ტკივილის, არტერიული წნევის და სხვა დაავადებების განკურნება. ასევე, კატა სიმშვიდის გარანტია- იგი პატრონის ძილის ხარისხს აუმჯობესებს. აღმოჩნდა, რომ კატა ზუსტი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად დადებითი სიტუაცია და პოზიტივია სახლში. თუ ოჯახში სიმშვიდეა- კატა კარგად იკვებება, მშვიდად სძინავს და ხშირად იბანს. თუ ოჯახს რთული პერიოდი აქვს- კატა იწყებს ნერვიულობას. კნავილით აწუხებს დამნაშავე ოჯახის წევს, თავს აღარ უვლის და ისაქმებს ნებისმიერ ადგილას. შესაძლოა შეგიმჩნევიათ, თუ ოჯახში კატასთან ერთად ბავშვიც ცხოვრობს, ფუმფულა ბინადარი აუცილებლად პატარას სიახლოვეს ტრიალებს და ეფერება მას- ამგვარად ცხოველი ბავშვის ემოციური ბალანსის აღდგენას ახდენს. თუ ოჯახში ჩხუბია, კატა აუცილებლად რეაგირებს და ის ირჩევს იმ წევრის მხარეს, რომელიც მართალია და არა რომელიც ყველაზე მეტად ყვირის. ფსიქოლოგებმა იმ ადამიანის ძირითადი ტიპები გამოავლინეს, რომლებიც კატებს ვერ იტანენ: კატის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი არიან იმ ადამიანების 90 %, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლისადმი ან მშობლები ალკოჰოლიკები ჰყავდათ. ამ იდუმალი ბინადრის გარემოცვაში ვერ ჩერდებიან ის ქალები, რომლებსაც საპირისპირო სქესისგან არაერთხელ გაუცრუვდათ იმედები. ასევე, ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. კატის ეშინია იმ ადამიანს, რომელსაც მძიმე კარმული ცოდვები გააჩნიათ- მოძალადეები, ყაჩაღები, ქურდები, მატყუარები. ის გრძნობს, რომ კატა ენერგეტიკულად მის დაფარულ ცოდვებს აღიქვამს. კატის მიმართ ნეგატიურ ემოციებს განიცდის ის ადამიანი, რომელიც არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება. ის აცნობიერებს ამას, მაგრამ სურვილი აქვს მთელი ქვეყანა მისით აღფრთოვანდეს. ასეთი ადამიანის ქვეცნობიერს კატა ნათლად აღიქვამს, სწორედ ამიტომ აღიზიანებს არასრულფასოვნებით შეპყრობილ ადამიანს ეს არსება. ადამიანს კატას სჭირდება, რათა აღიდგინოს ენერგია, დადებითად შეიცვალოს მისი აურა და კარმა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სახლში თაგვები დაიჭიროს. სპეციალისტები მიმართავენ იმ ადამიანებს, რომლებსაც კატა აღიზიანებთ: "დააკვირდით ამ ცხოველს, მის თვალებს, საოცარ გამოხედვას, გადაუსვით ბეწვზე ხელი, თუ იგრძნობთ დადებით ენერგიას ეს სწორედ ის არის, რაც თქვენს შფოთს, სტრესს, ნეგატიურ აურას დაალაგებს". წყარო:https://zooclub.ambebi.ge |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |