19:48
რომი - პუნიკური ომები
ძვ.წ VII საუკუნეში აპენინის ნახევარკუნძულზე დაარსდა ქალაქი რომი . ლეგენდის თანახხმად რომულუსი და რემუსი მდ.ტიბრში გადაყარეს და ისინი ძუ მგელმა გაზარდა . რომის სიმბოლოდ ითვლებე ძუ მგელი . იმ ადგილას , სადაც ისინი მდინარემ გამორიყა ქალაქი რომი ააშენეს. რომს სულ 7 მეფე ყავდა . პირველი მეფე იყო რომულუსი . მან მოქალაქეები პატრიციებად (მდიდრებად) და პლებეებად (ღარიბებად ) დაიყო . მანვე დააფუძნა სენატი. იგი თავდაპირველად შედგებოდა 100 პატრიცისგან , შემდეგ 300 პატრიცისა და პლებისგან . VII მეფის შემდეგ სამეფო ძალაუფლება დაემხო და დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი რომელმაც ძვ.წ I საუკუნის შუა ხანებამდე იარსება . ამ დროს სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს .მათ ყველა ემორჩილებოდა გარდა სახალხო ტრიბუნისა .  ძვ.წ  III ს-ის   I ნახევარში რომმა დაასრულა იტალიის დაპყრობა და გადავიდა სიცილიის დაპყრობაზე . აქ კართაგენისა და რომის ინტერესები გადაიკვეთა , რის შედეგადაც დაიწყო პუნიკური ომები . რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ .
I პუნიკური ომი -  264-241 წწ . საზაო პირობები- კუნძული სიცილია ქალაქ სირაკუზის გამოკლებით რომაელებს დარჩათ და 10 წლის განმავლობაში კართაგენს რომისათვის ფული უნდა ეხადათ .
II პუნიკური ომი - ძვ.წ  218-202 წწ - კართაგენელთა სარდალმა ჰანიბალმა ძვ.218 წელს საბრძოლო სპილოები ალპების მთების გავლით პირინეის ნახერკუნძულიდან აპენინის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა და ომი იტალიაში გადაიტანა . ამ ბრძოლაში კართაგენელებმა გაიმარჯვეს .
ძვ.წ. 216 წელს ბრძოლა კანესთან გაიმართა , ამ ბრძოლაშიც ჰანიბალმა გაიმარჯვა .
ძვ.წ 204 წელს  რომაელთა ჯარი სციპიონის მეთაურობით აფრიკაში გადავიდა და იქ ომი აწარმოვა , ამიტომ მას სციპიონ- აფრიკელის სახელით მოიხსენიებენ .
ძვ.წ 202 წელს ზამასთან გაიმართა ბრძოლა , სადაც ჰანიბალი პირველად დამარცხდა .
ზავის პირობები : კართაგენელებს ათი გემი უნდა დაეტოვათ , ყველა საბრძოლო სპილო რომაელებისათვის გადაეცათ და 50 წლის განმავლობაში მათთვის 10000 ტალანტი (ფულის ერთეული ) გადაეხადათ .
ძვ.წ 190 წელს მაგნეზიასთან მოხდა ბრძოლა, სადაც რომაელებმა დაამარცხეს სლეკიდების ირანი . კართაგენის შესახებ რომაელი მოღვაწე კატონი ამბობდა , რომ კართაგენი უნდა დაინგრეს .
III  პუნიკური ომი ძვ.წ 149-146 წელს მიმდინარეობდა , სადაც რომმა მიწასთან გაასწორა  კართაგენი . სციპიონ უმცროსის მეთაურობით კართაგენი გადახნეს , მარილი დააყარეს , 50000 მცხოვრები მონად გაყიდეს და კართაგენი გამოაცხადეს რომაელთა პროვინციად . | ტეგები: რომი, ომები, მეორე, პირველი, ომი, პუნიკური, მესამე, ძველი, პატრიციები

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 2291 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 4.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar