კონდიქციები - უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნა.
შესრულების კონდიქცია გულისხმობს მიზანმიმართული, თუმცა წარუმატებლად გადაცემული ქონებრივი ღირებულების დაბრუნებას საწყის მდგომარეობაში. შესრულების კონდიქციისა და ხელშეკრულებიდან გასვლის მომწესრიგებელი ნორმების ფუნქცია ანალოგიურია, მაგრამ მათში არის ის განსხვავება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არ იწვევს პირვანდელი მდგომარეობის ბათილობას. კონდიქციური ვალდებულებისას კი მისი სამარტლებრივი საფუძვლის ბათილობა განაპირობებს პირვენდელი მდგომარეობის არდგენა და მხარეებიც ვალდებულნი არიან უკან დააბრუნონ.
შესრულების კონდიქციას გააჩნია სემდეგი სახის საფუძვლები
ა. რაიმეს შეძენა
ბ. შესრულების შედეგად ვითომ კრედიტორის მიერ ქონებრივი სარგებლის მიღება
გ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენა
დ. უკან გამოთხოვის გამომრიცხველი გარემოებების არარასებობა
ა) რაიმეს გადაცემა - უკავშირდება ნებისმიერი სარგბლის მომტან სამართლებრივ სიკეთეს, კერძოდ, სანივთო ან პირადი უფლბის შეძენას, ამდენად, კონდიქციიდან წარმოშობილი ყველა მოთხოვნის უფლებას ახასიათებს ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალე იღებს ქონებრივ სარგებელს.
ბ) უსაფუძვლო გამდიდრების დროს, ერთი მხრივ არ არსებობს სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი, მეორე მხრივ კი, პირი თავის ქონებას ზოგავს, ან ზრდის სხვის ხარჯზე. შემსრულებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ თავისი ქმედებით ზრდსი სხვის ქონებას და მისი ქმედება ამავე დროს უნდა იყოს მისგან მიმართული. სწორედ შეგნებულად და მიზანმიმარტულად გადაცემა იწვევს ვითომ კრედიტორის მიერ ქონებრივ გამდიდრებას, თუ არ არის სახეზე ეს ორი კომპონენტი მასინ არც შესრულების კონდიქცია გვექნება სახეზე.
გ) მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძვლის გარეშე სარგებლის მიღება, შესრულების კონდიქციის დროს სამარტლებრივი საფუძველი შეიძლება არ იყოს თუ:
გ.1. თუ ვალდებულება გარიგებსი ბათილობის ან სხვა საფუძვლით არ არსებობს.
გ.2. გარიგება არ წარმოშობილა ან სმდგომში შეწყდა სამარტლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლის მიღება შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმაში
გ.2.1 მიმღების მიერ სარგებლის მიღება ისეთი ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც ბათილია
გ.2.2 შესრულების მიღება იმისგან ვისაც ეს არ ევალებოდა, მცდარი ვარაუდი შესრულებაზე.
გ.2.3 არაჯეროვანი შესრულებისას სარგებლის მიღება
გ.2.4 პირის მიერ უმართებულო შესრულება მუქარით, იძულებით და ა.შ.
დ) უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:
დ.1. თუ შესრულება ზნეობრივ მოვალეობებს შეესაბამება - ზნეობრივად განიხილება მოვალეობა რომელიც შეიძლება შემდეგ განაგრძობდეს არსებობას, რაც სამართლისთვის ვალდებულების შესრულება უკვე აღარაა სავალდებულო - დაუშვებელია ზნეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულის უკან დაბრუნება.
დ.2. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში იგულისხმება, რომ იურიდიული ვალდებულება მოკლებულია იძულების წესით შესრულების მექანიზმსს, თუმცა ვალის გადახდის მორალური ვალდებულება მაინც ძალაშია, ხანდაზმულობის მოთხოვნის შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობის აღიარებას რაც იწვევს ხანდაზმულობის ახალი ვადის დენას, კონდიქციურ მოთხოვნაზე ვრცელდება საერთოდ ხანდაზმულობის ვადა 10 წელი.
დ.3. როცა მიმღება ვარაუდობდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უკან დაბრუნების მოთხოვნის პირობები
(მ.976.1-პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძილია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში ბ.ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოტხოვნის წარდგენა).
მოცემულ შემთხვევაშ მთავარია, რომ მიმღებმა იცოდეს მნიშვნელოვანი ქონებრივი ურთიერტობების მომწსრიგებელი სამართლებრივი ნორმების დადგენა, შეუსრულებლობის კონდიქციის არსი აისახებე მის სახეებში, რომლებსაც განეკუთვნება არამართლზომიერი ჩარევის (ხელყოფის), რეგრესისა და დანახარჯების კონდიქციები.
|