16:44
ტკივილი და მისი თერაპია (ნოციცეპტური სისტემა)

ტკივილი და მისი თერაპია (ნოციცეპტური სისტემა)

ნოციცეპტური სისტემის საშუალებით ხდება ტკივილის იმპულსების აღქმა და მათი ტვინისაკენ გადაგზავნა. გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც ქიმიური, ასევე თერმული ან მექანიკური ბუნების. ტკივილი ეს გახლავთ ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც გვამცნობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლგიური პროცესებს და /ან დაზიანებას (ხშირად პირველივე წამებიდანვე).

ტკივილის ფორმები

- მწვავე და ქრონიკული:
ა. მწვავე ტკივილი ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომელიც იცავს ორგანიზმს დაზიანებისაგან
ბ. ქრონიკული ტკივილი უფრო ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია, რომელმიც ბუნებიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე გარკვეულ პათოლოგიებზე მიუთითებს

- ცენტრალური და პერიფერიული:
ა. ცენტრალური ტკივილის მაგალითია იშემიური ინფარქტი
ბ. პერიფერიული ტკივილი კი სხვადასხვა ქსოვილების დაზიანების შედეგად წარმოიშობა, იმპულსის წარმოშობასა და გატარებაზე პერიფერიული ნერვები არიან პასუხისმგებელნი. მაგ.: სხვადადხვა ტიპის დამწვრობა, მექანიკური დაზიანება, ჭრილობა და ა.შ.

- ნოციცეპტური და ნეიროპათიული:
ა. ნოციცეპტური ტკივილი წარმოიქმნება სომატური (პერიფერიული) ან ვისცერალური ნერვული სტრუქტურების გაღიზიანების შედეგად.
ბ. ნეიროპათიული ტკივილი კი როგორც წესი ნერვული სისტემის დისფუნქციის შედეგად წარმოიშობა. იგი აღწერილია ძირითადად ე.წ. მწველი ტკივილის სახით.

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) სქემა.

1. არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები:
- დიკლოფენაკი
- იბუპროფენი
- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)
- პარაცეტამოლი
- მეტამიცოლი (ნოვალგინი)
- ცელეკოქსიბი (ცელებრექსი)

აღნიშნული პრეპარატები მიეკუთვნებიან მედიკამენტების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებიც აქტიურად გამოიყენებიან ორთოპედიულ-რევმატული დაავადებების დროს, სიცხის დასაწევად, ტკივილის გასაყუჩ3ბლად და აგრეთვე მაგალითად ასპირინის შემთხვევაში თრომბოციტების აგრეგაციის დასათრგუნველად. მათი გამოყენებისას სიფრთხილის ნორმების დაცვაა აუცილებელი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობა აღენიშნებათ.

2. ოპიოიდები (ნარკოტიკული საშუალებები), რომლებიც თავის მხრივ 2 ჯგუფად იყოდა.

პირველი ჯგუფის წარმომადგენლებია:

- ტრამადოლი
- ტილიდინი
- დიჰიდროკოდეინი

მეორე ჯგუფის წარმომადგენლებია:

- მორფი
- ოქსიკოდონი
- ლევომეტადონი
- ფენტანილი
- პეტიდინი
- ბუპრენორფინი
- პირიტრამიდი

აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ტკივილების სამკურნალოდ ( მძიმე ტრამვები, ოპერაციები, ქრონიკული ტკივილები და ა.შ).
გვერდითი ეფექტების სიმრავლის გამო მათი დანიშვნისა და მიღების დროს სიფრთხილის ნორმების დაცვა აიცილებელია.

გარდა ზემოთ ჩამოთვილილი მედიკამენტებისა ქრონიკული (ფსიქოგენური; ნეიროპათიული) ტკივილების დროს ასევე აქტიურად გამოიყენება ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულსიური პრეპარატები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ილიას ტერსენიდისი
ლიცენზირებული ფსიქიატრი /
ექიმი ფსიქოსომატიკის დარგში 
(დამოკიდებულებები/ გემბლინგი/ ფსიქოსომატიური აშლილობები



კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1059 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 5.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar