ქართულ-ბერძნული ურთიერთობები სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ამ ურთიერთობის შესახებ უძველესი ცნობები მხოლოდ მითოსმა შემოინახა. ერთი ასეთი მითი ტიტან პრომეთეს ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს. გადმოცემით ურჩი პრომეთე, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი მოპარა და კაცობრიობას აჩუქა, სასტიკად დაისაჯა. ბერძენთა უზენაესმა ღმერთმა - ზევსმა, თავგასული პრომეთე კავკასიონს მიაჯაჭვა და სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა. მეორე მითი თესალიელი უფლისწულის იაზონის თავგადასავლს გვამცნობს. მან კოლხეთის მეფე აიეტს ოქროს საწმისი მოსტაცა, მეფის გრძნეული ასული, ულამაზესი მედეაც თან წაიყვანა და შინ ძლევამოსილი დაბრუნდ.
Category: ისტორია |
Views: 6674 |
Added by: TeMo |
Date: 2016-11-05
|
|