"Bordedom" მოგვითხრობს 40 წლის კაცის ისტორიას, რომელსაც გაზრდა არ უნდა(და არც შეუძლია). ეს არის უნიკალური ნამუშევარი, რომელიც არცერთ თქვენგანს არ დატოვებს გულგრილს. ფილმს აშკარად ეტყობა ეგზიუპერის და დენიელ კიზის გავლენების ერთგვარი ნაზავი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ ფილმის მთავარი მამოძრავებელი წერტილის, ედრიან ბროუდის გენიალურად ძლიერი შესრულება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაგარია, ჩემი სუბიექტური აზრით, მის ფილმოგრაფიაში. ფილმმა უკვე მოიპოვა კანადის წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი ჯილდო, ხოლო მისი imdb უკვე 7.8-ს აღწევს.
Category: ვიდეოები | Views: 873 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-09-27 | Comments (0)

ადამიანების ნაწილი კატების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ამასთანავე, ისინი ვერ ხსნიან, თუ რატომ აქვთ ამ ფუმფულა არსების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთ ადამიანებს სერიოზული მიზეზი აქვთ დაფიქრდნენ და ცხოვრება შეცვალონ. გარდა ამისა,  არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ ცხოველს ზიანი მიაყენონ და მათ გარემოცვაში ყოფნაც კი დისკომფორტს უქმნის.
Category: საინტერესო | Views: 590 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-09-27 | Comments (0)