21:51
ჰერმენევტიკა
ჰერმენევტიკა (ბერძნ. – განმარტება, თარგმნა, გამოთქმა) — ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული და უნივერსალური თეორია ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგების მიხედვით. ჰერმენევტიკა უძველეს დროში ჩამოყალიბდა, როგორც ხერხი და საშუალება ბნელმეტყველებისა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტებისთვის. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ფილოლოგები, განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკის საშუალებით ახდენდნენ ძველი პოეტების, უპირველეს ყოვლისა ჰომეროსის ნაწარმოებების ინტერპრეტაციას. შუა საუკუნეებში მას ბიბლიის განმარტებისთვისაც იყენებდნენ.

კლასიკური ხანა ჰერმენევტიკის ისტორიაში დაკავშირებულია გერმანელი ფილოსოფოსის, ვილჰელმ დილთაის, სახელთან, ხოლო ჰერმენევტიკის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გადამერის მოღვაწეობა.

გადამერის თეორიის თანახმად, ტექსტის აზრობრივი პროცენტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მის შემოქმედს ჰქონდა ჩაფიქრებული. გადამერი, თვლის, რომ არ შეიძლება გავიგოთ ნაწარმოები, როგორც მხოლოდ თავისთავადი, შემოქმედებითი საქმიანობის ერთეული პროდუქტი, რადგან ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში კულტურული გამოცდილების მატერიალური ობიექტივიცაა.

წყარო: wikipedia.org

| ტეგები: ჰერმენევტიკა

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 1477 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar