16:58
მარაბუ
მარაბუ, ადიუტანტი (ლათ. Leptoptilus) — ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. ცნობილია მარაბუს 3 სახეობა: აფრიკული მარაბუ (Leptoptilus crumeniferus), ინდური მარაბუ (Leptoptilus dubius) და იავური მარაბუ (Leptoptilus javanicus). მარაბუს სხეულის სიგრძე 110-115 სმ აღწევს, ფრთების შლილი — 3 მ-მდე. თავი და კისერი დაფარული აქვთ მეჩხერი ბუმბულით; ზურგი შავი ან რუხია, მუცლის მხარე თეთრი. მარაბუ ბუდობს კოლონიებად ხეებზე ან ჭაობისპირა კლდეებზე. დედალი 2-4 კვერცხს დებს. კრუხობს ორივე მშობელი 1 თვეს. იკვებებიან ლეშით, ყოველგვარი ცხოველური საკვებითა და ნარჩენებით.

წყარო:wikipedia.org

| ტეგები: ფინველი, მარაბუ

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1255 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar