01:20
რამდენიმე ფაქტი წვერის შესახებ
ძველ ეგვიპტეში ყველა მამაკაცი იპარსავდა წვერს. წვერის ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ ფარაონებს ნიშნად ძალაუფლებისა, მაგრამ მათი წვერი იყო ხელოვნური. მას, როგორც პარიკს აკეთებდნენ მოჭრილი თმისაგან და ჰქონდა სხვადასხვა ფორმა.

ალექსანდრე მაკედონელი თავის ჯარისკაცებს წვერს პარსავდა, რათა მოწინააღმდეგე ხელით არ ჩასჭიდებოდა ბრძოლის დროს.

რომის იმპერიაში მოპარსული წვერი და მოკლედ შეჭრილი თმა ითვლებოდა ცივილიზაციის ერთ–ერთ ნიშნად. ამით განარჩევდნენ რომაელებს ველური ხალხისაგან.

მამაკაცებში წვერი, როგორც მეორადი სასქესო ნიშანი ვითარდება 16–35წლამდე. თუ მამაკაცს სახეზე თმა არ ეზრდება, არაა აუცილებელი საუბარი ჰორმონალურ დარღვევაზე. ჯერ უნდა გაირკვეს რა დროს ამოუვიდათ წვერი მის უფროს ნათესავ მამაკაცებს. იმის მიზეზი, რომ წვერი ჯერ არაა ამოსული, შეიძლება იყოს გენეტიკურ წინასწარგანწყობა. თუ მამამ წვერის გაპარსვა დაიწყო გვიან, მაშინ თქვენ საგანგაშო არაფერი გაქვთ.



სახეზე თმის ფორმირება დამოკიდებულია ასევე ნაციონალურ წარმომავლობაზე. აღმოსავლეთის მრავალ ხალხებში წვერის გაპარსვის აუცილებლობა დგება ძალიან იშვიათად წლის განმავლობაში, რადგან თმა გვიან იზრდება. კორეელებს და ვიეტნამელებს თმა სახეზე თითქმის არ ეზრდებათ. ჩინელებს წვერის ზრდა ეწყებათ 30 წლიდან. წვერის არ არსებობით გამოირჩევიან ასევე ინდიელები. ქერათმიან ევროპელებს სახეზე თმა ეზრდებათ უფრო ნელა ვიდრე შავგვრემნებს.


რატომ არ იზრდება წვერი?

არსებობს აზრი, რომ ხშირი პარსვით წვერი მალე იზრდება, მაგრამ 1963 წელს ექიმმა ბერმანმა უარყო ეს მოსაზრება. ბერმანის აზრით წვერის გაპარსვისთანავე ადგილობრივად ხდება თმის ზრდის დაჩქარება რამოდენიმე საათით, შემდეგ ისევ ხდება ზრდის შენელება. ასე, რომ წვერის ხშირი პარსვით ვერ მიღებთ შედეგს, შეიძლება მხოლოდ კანი დაიზიანოთ. წვერის არც შეჭრით და არც გაპარსვით თმა არ ხდება მუქი და უხეში. თმის სტრუქტურა უცვლელია. თმა ძირთან უფრო მუქია, ამიტომ მოკლედ შეჭრილი თმა ჩანს უფრო უხეში.

წვერის ზრდის სტიმულირების მიზნით ასევე არ ღირს ამა თუ იმ პრეპარატების მიღება ან სახის კანზე მათი შეზელვა.


თმა სახეზე თმა ზრდას იწყებს 11-17 წლის ასაკის მოზარდებში და დაკავშირებულია მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის დონეზე.

თუ წვერი იზრდება გვიან, არაა აუცილებელი პრობლემის ძიება, ეს შეიძლება იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურება, ან უბრალოდ ორგანიზმი ჯერ არ მომწიფებულა. მაგრამ თუ ეს გრძელდება 22-25 წლის ასაკამდე, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს და შეიმოწმოთ სისხლში ტესტოსტერონის დონე, რომელიც არის პასუხისმგებელი მამაკაცის პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაზე. თუ ტესტოსტერონის დონე შემცირებულია, მაშინ ექიმი ნიშნავს მედიკამენტების სპეციალურ კურსს.

წყარო: magicdoctor.ge

| ტეგები: არიზრდება, წვერი, იზრდება, ან, რატომ, პირიქით

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1804 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar