13:40
,, შერეკილები " ( ანალიზი )

,,შერეკილები" გამოშვების წელი: 1973
რეჟისორი: ელდარ შენგელაია

,,ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან? - გაეღიმა თოლიას, იგი წინ მიიწევდა" - რიჩარდ ბახი

შერეკილები თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული კინოს კლასიკად. ფილმის პროტოგონისტმა თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა ერთ პატარა სოფელში, ახლა კი მორალურად და მატერიალურად განადგურებული გადაწყვეტს, რომ სარჩო-საბადებელის საძებნელად შორს ქალაქისკენ გაემგზავროს. ის შეხვდება მარგალიტას, იგი უყვარდება შემდეგ კი...
ახლა უკვე ერთაოზს გარკვეული მიზანი მიეცა იმის გარდა, რომ უბრალოდ ,,არსებობდეს". მან იგრძნო რომ სიცოცხლისგან შეიძლება უფრო მეტის მიღება. ამ ყველაფრის მიუხედავად ერთაოზი ცხოვრებისეული ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორს არის, ამ გზის დასაწყისი ციხის საკნიდან იწყება. ალბათ პარადოქსია, ის რომ ერთაოზმა ციხეში ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე თავისუფლების წლებში. აქ ის შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ერთად დიადი მიზნებისთვის იბრძოლებს. მართალია ეს მიზანი ბუნდოვანია, მაგრამ იგი ჭეშმარიტატ თავისუფლების გზაზე გადის. 
ფილმის ფასეულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თავისუფლების მიღწევა, რომელისთვისაც მეამბოხეები იბრძვიან სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
,,რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და თან ბრუნვადი" - ამ თითქოს მარტივ სიტყვებში დიდი აზრი დევს, სხვა არცერთ ფილმს ან ნაწარმოებს არ შეუძლია ასე გენიალურად ახსნას სიყვარულის ფენომენი.. 
და ბოლოს, ფილმის გმირებმა მიაღწიეს თავის სურვილს, ისინი გაფრინდნენ დიადი მიზნისაკენ ( აქ წარმოიდგინეთ გია ყანჩელის გენიალური მუსიკა ,,ის აქ არის") 

ავტორი: ‎Irakli Bitiashvili‎ 



კატეგორია: ფილმების განხილვა | ნანახია: 2580 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 5.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 TeMo • 14:03, 2018-09-20 [Entry]
cool cool cool
avatar