ქვეყნის გადარჩენის იმედს პოეტი ღვთის სახლში ხედავს.მისთვის ტაძარი ერთადერთი ნავსაყუდელია,რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს.რწმენით აღავსებს და განწმენდს.ეკლესიაში ეგულება გრიგოლ ორბელიანს ქართველთა დასამარებული რწმენის მაცოცხლებელი წყარო.მან კარგად იცის,რომ ეკლესია არს ცა ქვეყნისა ზედა,რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ღმერთი.'დიდი კურთხევანი'. დიდი სასულიერო პირი და მოღვაწე.მჭერმეტყველი იოანე ოქრომპირი ბრძანებს:"ვინც ეკლესიად შევას.იგი ცად შევას". ბეთანია მე-12 საუკუნის ტაძარია,მის კედელზე გამოსახულია ქართველთა მეოთხე ჰიპოსტაზის ხატი,მამის გიორგი მე-3 და ძის ლაშა-გიორგის შორის.თამარის ეპოქა ქართველთათვის განვლილი ტკბილი სიზმარია,რომლის გახსენებაც სიამაყით აღავსებს ქართველი ხალხის გულს. ბეთანია მდებარეობს მდინარე ვერეს შუა ნაწილში,ეს მდინარე კი სათავეს დიდგორის მთებიდან იღებს. ბეთანიის დიდების რჭმენა ძველ აღთქმაში იღებს სათავეს.ბეთანიოელი ყოფილა ქრისტეს მეგობარი ლაძარე,რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.მისი აღდგენით კი დაგვანახა კაცობრიობის აღდგენის წინარე ისტორიული მისტერია.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 71940 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-13 | Comments (0)