​ჰერმენევტიკა (ბერძნ. – განმარტება, თარგმნა, გამოთქმა) — ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული და უნივერსალური თეორია ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგების მიხედვით. ჰერმენევტიკა უძველეს დროში ჩამოყალიბდა, როგორც ხერხი და საშუალება ბნელმეტყველებისა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტებისთვის. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ფილოლოგები, განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკის საშუალებით ახდენდნენ ძველი პოეტების, უპირველეს ყოვლისა ჰომეროსის ნაწარმოებების ინტერპრეტაციას. შუა საუკუნეებში მას ბიბლიის განმარტებისთვისაც იყენებდნენ.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1477 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-17 | Comments (0)