22:51
ავადმყოფობა (ბრძნული გამონათქვამები)
ავადმყოფ ადამიანს ხომ განსაკუთრებით უჭირს მარტო დარჩენა? ზომაზე მეტს ფიქრობს და აზვიადებს თავის სენს.   (ფილიპ დორმერ ჩესტერფილდი)
ადამიანები ან მაშინ ხუმრობენ, როცა კვდებიან და საშველს ვერ ხედავენ, ან მაშინ, როდესაც უკვე ყოჩაღად არიან. (ნოდარ დუმბაძე)
ავადმყოფები, ახალმოსულნი და მიმავალნი, ყოველთვის ჩვეულებრივზე უფრო თამამად გრძნობენ თავს...  (ნიკო ლორთქიფანიძე)
ავადმყოფებმა საოცარი ახირება იციან.  (ონორე დე ბალზაკი)
ავადმყოფებს სმენა უმახვილდებათ ხოლმე. (ჯოვანი ბოკაჩო)
ავადმყოფთან ჯდომა მოსაწყენია, მაგრამ ზოგჯერ ამ მოწყენილობაშიც ჰპოვებს ადამიანი სიამოვნებას.  (ივან ტურგენევი)
ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო.  (ქართული ანდაზა)
ავადმყოფის სახლში დრო ნელა გადის!  (უცნობი ავტორი)
ავადმყოფობა და სენი ხეს გაახმობს, თუ შეუჩდა.  (ჭაბუა ამირეჯიბი)
ავადმყოფობა თავისებური ნაადრევი სიბერეა.   (ალექსანდრე პოუპი)
ავადმყოფობა სასურველს ხდის ჯანმრთელობას, ბოროტება-სიკეთეს, შიმშილი-სიმაძღრეს, დაღლილობა-დასვენებას.  (პერაკლიტე)
ავადმყოფობას რიცხვი არა აქვს.  (პლინიუს უმცროსი)
ავადმყოფობას სათავეშივე შეეწინააღმდეგე, წამლებზე ფიქრი დაგვიანებულია, როცა ის ორგანიზმშია გამჯდარი.  (ოვიდიუსი)
ავადმყოფობაში, როცა ლუკმა-პირზე ფოქრპბ, ამაზე უარესი არაფერია.  (სოფოკლე)
ავადმყოფობა ცხენით გვიტევს, უკან კი ფეხით იხევს.  (უცნობი ავტორი)
ავადმყოფობა ხშირად ცხოვრების სიტკბოებას მოაწყურებს ადამიანს. ავადმყოფობის შემდეგ ხშირად ადამიანი მეორე უკიდურესობას ხვდება, რადგან როგორც პიროვნებას, ისე მთელ თაობას არ შეუძლია ერთ განსაზღვრულ სულიერ პოზაში, ერთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში დარჩენა. ასეთია ადამიანის სულისა და მსოფლიო დინამიკის კანონი.  (კონსტანტინე გამსახურდია)
ავადმყოფობის გამო თვითონ ავადმყოფი გავიწყდება. გულმოდგინედ იკვლევ სნეულების მსვლელობას, ყველა სიმპტომს აკვირდები და ყველაზე მთავარი კი განზე გრჩება, ის, რაც თვითონ ადამიანში ხდება.  (შტეფან ცვაიგი)
ავადმყოფობის შემდეგ განსაკუთრებით მძაფრდება სიცოცხლისადმი წყურვილი.  (კონსტანტინე გამსახურდია)
არ არის სენი, წამალი არ ჰქონდეს.  (ვასილ ბარნოვი)
ასეთი ყოფილა საზოგადოებრივი ცხოვრების კანონი: რაც უფრო გაუგებარია სენი, მით უფრო გაშმაგებით და სასტიკად სდევნი მას.  (ანტონ ჩეხოვი) 
ბრძენი უფრო იმას ეცდება, რომ სნეულება აირიდოს, ვიდრე საშუალება ეძებოს მის წინააღმდეგ. (ტომას მორი)

მასალის ავტორი: BT.PVT.GE

მასალის გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ წყარო: BT.PVT.GE



მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1830 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar