კონსტიტუციის არსი და დანიშნულება ყველა სამართლებრივ სისტემაში მსგავსია, თუმცა თითოეულ ეროვნულ სისტემას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს, რაც კონსტიტუციათა მრავალფეროვნებას განაპირობებს. ამიტომ კონსტიტუციონალიზმში მიღებულია კონსტიტუციათა კლასიფიკაცია ფორმის, მოქმედების ვადის, მიღებისა და გადასინჯვის წესის,სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის, მმართველობის ფორმის, პრაქტიკაში მოქმედებისა და სხვა კრიტერიუმების შესაბამისად.
სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, არსებობს კონსტიტუციის შემდეგი ძირითადი სახეები:
1.დაწერილი და დაუწერელი
დაწერილი კონსტიტუცია ერთი ან რამოდენიმე სამართლებრივი აქტია, რომელიც სახელმწიფოს ძირითად წესებს განსაზღვრავს. (სახელმწიფოთა უმრავლესობას დაწერილი კონსტიტუცია აქვთ)
დაუწერელი კონსტიტუცია არამხოლოდ ბევრი სამართლებრივი აქტის, არამედ სამართლის სხვადასხვა წყაროს ერთობლიობაა, რომლებიც საკონსტიტუციოსამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს. (დაუწერელი კონსტიტუციის კლასიკური მაგალითია გაერთიანებული სამეფოს კონსტიტუცია)
2.კოდიფიცირებული და არაკოდიფიცირებული
კოდიფიცირებული კონსტიტუცია ერთი სამართლებრივი აქტია, ხოლო არაკოდიფიცირებული კონსტიტუცია რამდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი კანონების ერთობლიობაა.
3.მუდმივი და დროებით
მუდმივია კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან მოქმედებაზეა გათვლილი და მოქმედების ვადას წინასწარ არ ითვალისწინნებს. მუდმივი არ ნიშნავს სამუდამოს.
4.ნაჩუქარი და სახალხო
სახალხოა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად, უშუალოდ ხალხის ან სპეციალური წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიიღება. ნაჩუქარი კონსტიტუციის მიღების რამდენიმე წყარო არსებობს:სახელმწიფოს მეთაური,ხშირ შემთხვევაში მონარქი, იღებს ძირითად კანონს ერთპიროვნულად, ან იმპერია, დამპყრობელი სახელმწიფო მის ყოფილ ტერიტორიას ჩუქნის კონსტიტუციას.
5.უშუალო და შუალობით წესით მიღებული
უშუალო კონსტიტუცია არის უშალოდ ხალხის მიერ, რეფერენდუმის საშუალებით მიღებული კონსტიტუცია. შუალობითი წესით კონსტიტუცია მიიღება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
6.მყარი და მოქნილი
მყარია კონსტიტუცია, თუ მასში ცვლილებების განხორციელების მექანიზმი გართულებული, სჭირდება სპეციალური პროცედურები და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან შედარებით გაცილებით დიდი კვორუმი. მოქნილი კონსტიტუცია ცვლილებების მარტივ პროცედურას ითვალისწინებს.
7.დემოკრატიული და არადემოკრატიული
დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ფასეულობებს, ძალაუფლების გამიჯვნისა და სახელმწიფო მოწყობის დემოკრატიულ პრინციპებს.
არადემოკრატიულ, ავტორიტარულ კონსტიტუციებს განეკუთვნება ისეთი კონსტიტუციები, რომლების რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პირის ინტერესებსაა მორგებული და დარღვეულია კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები.
8.რესპუბლიკური და მონარქიული
ეს კონსტიტუციები თითქმის მსგავსია, მათი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მონარქიულ კონსტიტუციებშ ხშირად ტახტის მემკვიდრეობის წესი, სამეფო ოჯახის სტატუსი და მსგავსი საკითხებია თავმოოყრილი, რაც რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი არააა.
9.უნიტარული და ფედერალური
მსგავსი სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ტერიტორიულ მოწყობას ადგენს სახელმწიფოს კონსტიტუცია.
10.უმაღლესი და დაქვემდებარებული
კონსტიტუციათა მსგავსი დაყოფა რთული სახემწიფო მოწყობის მქონდე ქვეყნების არსებობითაა გამოწვეული. საერთო-სახელმწიფოებრივი კონსტიტუცია უმაღლესი კანონია სახელმწიფოში და მოქმედებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ან ავტონომიური ერთეულის, ფედერაციის სუბიექტის კონსტიტუცია მოქმედებს მხოლოდ მათ ტერიტორიაზე, თუმცა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს კონსტიტუციას.
11.ფორმალური და ფაქტობრივი
თუ კონსტიტუცია ნამდვილად სახელმწიფოს ძირითადი კანონია და პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, ფაქტობრივი კონსტიტუციაა, ხოლო, თუ მას მოჩვენებითი ფუნქცია აქვს, არ სრულდება და მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ ტექსტად რჩება, მაშინ ეს კონსტიტუცია ფორმალურია.