19:30
პარიზში ჰაერის დაბინძურების შემციების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა
საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადა, ამ გზით ისინი ცდილობენ მოსახლეობას უბიძგონ ავტომობილების შინ დატოვებისკენ, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას. სამომავლოდ იგეგმება, რომ გასარეცხ და ძველ ავტომობილებს აეკრძალოთ ქალაქში დროის გარკვეულ მონაკვეთებში შესვლა, კანონის დამრღვევები კი გარკვეული თანხით დაჯარიმდებიან. 2025 წლისთვის ხელისუფლებას სავარაუდოდ სრულიად აკრძალავს დიზელზე მომუშავე მანქანებს და ალტერნატიული საშუალებით ჩაანაცვლებს მათ.
როგორც ვხედავთ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქიც კი ბოლო ათწლეულის მანძილზე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა, თუმცა ისინი ძალისხმვას არ იშურებენ მასთან საბრძოლველად ,,ისეთი დიდი პრობლემების გადაწყვეტას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, გაბედული მოქმედება სჭირდება და ჩვენ მოვუწოდებთ მანქანათმწარმოებლებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს წამოწყებას“ – განაცხადა პარიზის მერმა, ანა იადალგომ.
წყარო:icode.ge
| ტეგები: პარიზი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაბინძურება

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1069 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar