საკუთრების წინააღმდეგ მიმართულდანაშაულთა შორის ქართულ სამართალშიცნობილია მეკობრეობა, ავაზაკობა, პარვა, რბევა, ძარცვა. მეკობრეობის და ავაზაკობის მიზანს შეადგენდა სხვსი ქონების დაუფლება, მოხვეჭა ძალის გამოყენებით. ხშირად ამას თან ახლდა უდანაშაულო ადამიანების წამება და კვლა. პარვა- სხვისი ქონების ფარულად მითვისება იყო, დღევანდელიქურდობის ანალოგია. თუ მპარავი აშკარად მოქმედებდა და ძალით იტაცებდა სხვის ქონებას, ასეთ ქმედებას რბევა (მიმძლავრება) ეწოდებოდა. ქარავანზე თავდასხმისა და მისი ქონების მითვისების შემთხვევაში გამოიყენებოდა ტერმინიძარცვა. ქართული სამართალიმკაცრად ებრძოდა საკუთრების წინააღმდეგმიმართულდანაშაულებს. ქართული სამართალი პარვისთვის აწესებდამოპარულის პატრონისთვის დაბრუნებას და ნაქურდალის 7-მაგღირებულებას. თუ ქურდობა მეორედიყოჩადენილი მაშინ ასოთმოღება და თვალების დათხრაც გამოიყენებოდა. საპატიჟო ადგილას (სალარო,ჯოგი) ჩადენილიდანაშაულის დროსაცთვალებს თხრიდნენ დამნაშავეს. მეკობრეობითდა ავაზაკობით ჩადენილი მკვლელობისთვის თამარის დროს სიკვდილით დასჯა გამოიყენებოდა. | ტეგები:sakuTrebis, winaaRmdeg, mimartuli, danashauli, მიმართული, წინააღმდეგ, საკუთრების, დანაშაული