უძველესი დროიდან საქმის გამრჩევი ყველა პირი იწოდებოდა მსაჯულად, ბჭედ ან მოსამართლედ. ქართული სამართლის ძეგლები განსაკუთრებულყურადღებას აქცევენ მოსამართლისათვის აუცილებელთვისებებს. ბაგრად კურაპალატის სამართლის წიგნში ხაზგასმულია, რომ მოსამართლე უნდა იყოსღვთისმოშიში, სამართლიანი, მოუსყიდველი, მიუდგომელი, რომელიც არავის ხათრით უსამართლობას არ ჩაიდენს. 
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1454 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)

ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებია:
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1198 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)

კონსტიტუციის არსი და დანიშნულება ყველა სამართლებრივ სისტემაში მსგავსია, თუმცა თითოეულ ეროვნულ სისტემას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს, რაც კონსტიტუციათა მრავალფეროვნებას განაპირობებს. ამიტომ კონსტიტუციონალიზმში მიღებულია კონსტიტუციათა კლასიფიკაცია ფორმის, მოქმედების ვადის, მიღებისა და გადასინჯვის წესის,სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის, მმართველობის ფორმის, პრაქტიკაში მოქმედებისა და სხვა კრიტერიუმების შესაბამისად.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 4112 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-06 | Comments (0)

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1327 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-06 | Comments (0)

ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოიწვია (დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე პირის მიერ არ იყო შექმნილი მაინც დადგებოდა.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1491 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-01 | Comments (0)

კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა (ან მეტმა) ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ, ანუ ქმედებათა ჯამმა, მაგრამ თითოეული ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედების შესახებ.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 2260 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-10-31 | Comments (0)

ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ როდესაც თითოეული ამ პირობათაგანი, ცალკე აღებული, იგივე შედეგს გამოიწვევდა.

Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1529 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-10-31 | Comments (0)

ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები არის არსობრივად აღქმადი საგნები და მოვლენები. ქმედების შემადგენლობის ეს ნიშნები, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად : ქმედების შემადგენლობის დესკრიფციულ  და ნორმატიულ ნიშნებად. ქმედების შემადგენლობის განხორციელების აუცილებელი პირობაა ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის ორი სახის: ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე (სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ) და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (საზოგადეობრივი უშიშროება და წესრიგი და ა.შ.) ქმედება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებაში ან უმოქმედობაში. არსებობს ორი სახის უმოქმედობა: წმინდა უმოქმედობა და შერეული უმოქმედობა. წმინდა უმოქმმედობის მაგ: განსაცდელში მიტოვება. შერეული უმოქმედობის მაგ: მეხანძრის მიერ პირის შურიძიების მოტივით ცეცხლმოკიდებუილ სახლში დატოვება, რა დროსაც მსხვერპლის სიკვდილი დადგა. დასჯადია როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებლობითი უმოქმედობა. შედეგიან დანაშაულებში აუცილებელია დანაშაულებრივი შედეგის დადგომა. თუ ასეთი შედეგი არ დადგა, განზრახვის არსებობის შემთხვევაში შეიძლება საუბარი მხოლოდ დანაშაულის მცდელობაზე. სისხლისსამართლებრივი განსჯის საგანია არა უბრალოდ ადამიანის აზრი, სურვილი, ხასიათი ან ცხოვრების წესი, არამედ კონკრეტული ქმედება, რომელიც ზიანის მიყენების ან საფრთხის შექმნისაკენ არის მიმართული. სისხლის სამართლის თეორიაში არსებობს მოქმედებები სხვადასხვა თეორიები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს:
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 2166 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-10-25 | Comments (0)

  სამოქალაქო სამართლის ცნება და სისტემა
სამართალი ორ ნაწილად იყოფა – კერძო და საჯარო სამართლად. სამართლის ის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს, კერძო სამართალი ეწოდება. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა და სხვ. რაც შეეხება, საჯარო სამართალს ეს არის სახელმწიფოსათვის დაწერილი სამართალი,რომლის საფუძველზე სახელმწიფო და მისი ორგანოები დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ. მისი მაგალითებია სამშენებლო ნებართვა, სამეწარმეო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემა და ა.შ.  სამოქალაქო  სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო საართალი კერძო სამართლის ნაწილია. სამოქალაქო სამართალს მიიჩნევენ ზოგად კერძო სამართლად სპეციალური სამართლის მიმართ. კერძო სამართლის სპეციალურ დარგებს განეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტულაური საკუთრების, შრომის და საკორპორაციო სამართალი. ხოლო საჯარო სამართლის სისტემას განეკუთვნება : სახელმწიფო, კონსტიტუციური, საგადასახადო, საბაჟო და საპროცესო სამართალი.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 5446 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-10-20 | Comments (0)
« 1 2