არაბთა სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია, რომლის ძირითადი ნაწილი, ზღვისპირა რაიონების გარდა, უდაბნოს უკავია. უძველეს დროში უდაბნოში ბედუინთა მომთაბარე ტომები ცხოვრობდნენ. სიტყვა ბედუინი არაბულად უდაბნოს კაცს ნიშნავს. ისინი მომთაბარეობდნენ თავიანთ ჯოგთან ერთად. მომთაბარე ბედუინები წარმართები იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მთვარესა და მზეს. მათი ღმერთების პანთეონში ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი, რომელიც შემდგომ ისლამში ღმერთის სახელწოდებად იქცა. მეწამული ანუ წითელი ზღვის გაყოლებით გადიოდა ძველი სავაჭრო გზა ბიზანტიიდან აფრიკასა და ინდოეთში. ამ გზის გასწვრივ, ზღვისპირა რეგიონებში დაარსდა ქალაქები. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო სავაჭრო და საკულტო ცენტრი მექა და უფრო ჩრდილოეთით იასრიბი, რომელსაც მოგვიანებით მედინა დაერქვა.
Category: ისტორია | Views: 2990 | Added by: Administrator | Date: 2016-12-06 | Comments (0)

კონსტიტუციის არსი და დანიშნულება ყველა სამართლებრივ სისტემაში მსგავსია, თუმცა თითოეულ ეროვნულ სისტემას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს, რაც კონსტიტუციათა მრავალფეროვნებას განაპირობებს. ამიტომ კონსტიტუციონალიზმში მიღებულია კონსტიტუციათა კლასიფიკაცია ფორმის, მოქმედების ვადის, მიღებისა და გადასინჯვის წესის,სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის, მმართველობის ფორმის, პრაქტიკაში მოქმედებისა და სხვა კრიტერიუმების შესაბამისად.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 4112 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-06 | Comments (0)

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1328 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-06 | Comments (0)